Wednesday, July 12, 2017

პროექტი

1
აზიმუტის განსაზღვრა
1. პროექტის სახელწოდება:გეოგრაფიული კორდინატები და ორიენტირება ანუ გაგნება

2. პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1-2 წინადადებით:გეოგრაფიული ობიექტის გრძედის და განედის განსაზღვრა. დავალების შესრულება აზიმუტის დახმარებით.ლაშქრობის მოწყობა.

3. პროექტის აქტუალობა; მოსწავლემ არ იცის გეოგრაფიული კორდინატები, სად გადის საზღვარი ჩრდილო და სამხრეთ ან არმოსავლეთ ნახევარსფეროებს შორის.არ იცის რატომ არის გლობუსი რუკასთან შედარებით ზუსტი. არ იცის თარიღთა ცვლის ხაზი.და რა განსხვავება იქნება თუ მას აღმოსავლეთიდან გადავკვეთთ თუ დასავლეთიდან.არ იცნობენ ჰორიზონტის მხარეებს კომპასის კუთხეების მეშვეობით. შინაგანად წარმოდგენა არ აქვთ თუ რა მდგომარეობა აქვთ გრძედისა და განედის კუთხეებს დედამიწის მიმართ..

4. პროექტის მიზნები: მოსწავლე გაეცნობა და დაიმახსოვრებს სად გადის საზღვარი ჩრდილო და სამხრეთ, აღმოსავლეთ და დასავლეთ ნახევარსფეროებს შორის. გაიაზრებს და მიხვდება,თურატომ არის გლობუსი რუკასთან შედარებითზუსტი.გაიგებს თუ რას ნიშნავს, თარიღთა ცვლის ხაზი და სად მდებარეობს ან რა განსხვავება იქნება, მას აღმოსავლეთიდან გადავკვეთთ თუ დასავლეთიდან. გაიაზრებს ჰორიზონტის მხარეებს ,კომპასის კუთხეების მეშვეობით. გლობუსის არქონის შემთხვევაშიც, შინაგანად შეიგრძნოს გრძედისა და განედის კუთხეების რაობა. კომპასის დახმარებით ადგილზე განსაზღვროს ობიექტის აზიმუტი.

5. მონაწილეთა ასაკი:12-14 წლისანი

6. ვადები/ხანგრძლივობა:დაახლოებით სამი კვირა

7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:მოზებნონ გეოგრაფიული ობიექტი  რუკაზე  თუ იციან შესაბამისი კორდინატები. ლაშქრობისას პრაქტიკულად გამოიყენონ აზიმუტის ცოდნა.

8. პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:გლობუსი, რუკები, კომპასი,ტრანსპორტირი, სახაზავი.

9. პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):1. ბავშვები მოიძიებენ ინფორმაციას გეოგრაფიული კორდინატებისა და ორიენტირების შესახებ. 2 .შევარჩევ ადგილს ლაშქრობის მოსაწყობად.3.ლაშქრობამდე ბავშებმა ადგილის გეგმაზე განსაზღვრონ, მარშტის აზიმუტი და შემდეგ, ლაშქრობისას პრაქტიკულად განახორციელონ. 4. ბავშვები წავლენ ლაშქრობაზე და ყოველივე ზემოთქმულს პრაქტიკულად განახორციელებენ.
5.ადგილზე გადაიღებენ ფოტოებს და შესაბამის საიტზე განათავსებენ.

10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან

კავშირი:გეოგრაფიის კავშირი გეომეტრიასთან.

11. პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი):სოფრომ ბენაშვილი

12. ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:benashvili1976@gmail.com

13. პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი

პროექტის განხორციელების გეგმა